ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

მსოფლიო ბანკმა საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად 80 მლნ აშშ დოლარი გამოუყო

ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში COVID-19-ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და რეაგირებისთვის, მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო.

როგორც მსოფლიო ბანკში აღნიშნავენ, დაფინანსება COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების პაკეტის ნაწილია (FTCF).

“მოსალოდნელია, რომ პროექტი სარგებელს მოუტანს მოსახლეობის ფართო სპექტრს, კერძოდ კი მოსახლეობის ინფიცირებულ და რისკის ქვეშ მყოფ იმ ნაწილს, როგორებიც არიან მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, და ასევე, საგანგებო სიტუაციებზე მომუშავე და სამედიცინო პერსონალი. ჯანდაცვის მიმართულებით COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებები მოიცავს დაავადების შემთხვევების გამოვლენას და დადასტურებას, ტესტირების ზრდას, ისევე როგორც შემთხვევების სამართავად ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. პროექტი გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს ღარიბ და მოწყვლად შინამეურნეობებს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაფართოებით და დროებითი ფულადი ტრანსფერების უზრუნველყოფით იმ პირებისთვის, რომელთაც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს”, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ განვცხადებაში.

როგორც ცნობილია, მსოფლიო ბანკი, თანამშრომლობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან თანადაფინანსების ხელშეკრულებით დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის მოსაზიდად. პროექტის მიზანია იმ ღონისძიებების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საფრთხის პრევენციას, გამოვლენას და მასზე რეაგირებას, ასევე, დაუყოვნებელი სოციალური დახმარების უზრუნველყოფას ყველაზე მოწყვლადი ფენისთვის.

იტვირთბა....