aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეიდან კორონავირუსზე ტესტირება ჟურნალისტებსაც ჩაუტარდებათ

aviabiletebi
ავიაბილეთები

კორონავირუსულ ინფექციაზე ტესტირება მედიის წარმომდგენლებსაც ჩაუტარდებათ, ვინაიდან ისინი ერთ-ერთ მაღალი რისკჯგუფს წარმოადგენენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.

როგორც გოფოძემ აღნიშნა, ჟურნალისტებს ე.წ. სწარი ტესტი ჩაუტარდებათ, საჭიროების შემთხვევაში კი “პისიარ” ტესტიც იქნება გამოყენებული.

“მიზნობრივი ჯგუფები ძალიან ბევრი იქნება, უპირველეს ყოვლისა მიზნობრივ ჯგუფში ჟურნალისტები ბრძანდებით. მე გუშინვე განვაცხადე კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე, რომ ჟურნალისტების გატესტვას დავიწყებდით. დღეს ვიწყებთ ჟურნალისტების გატესტვას, ეს სწრაფი ტესტია და საჭიროების შემთხევევაში გადავალთ PCR ტესტებზე ჟურნალისტებთან მიმართებაში. ასეთი ჯგუფები განისაზღვრება და მიზნობრივ ჯგუფებს ტესტირება ჩაუტარდება,”- აცხადებს ლევან გოფოძე.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა მიზნობრივი ჯგუფები, რომლებსაც მაღალი რისკის გამო კორონავირუსზე აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ.

 

იტვირთბა....