ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბანკები მაქსიმალურად შეეცდებიან, მსესხებელს, რომელსაც აქვს გარკვეული სიძნელეები, შეუმსუბუქონ პირობები”- კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით,  ბანკები მაქსიმალურად შეეცდებიან, მსესხებელს, რომელსაც აქვს გარკვეული სიძნელეები, შეუმსუბუქონ პირობები და რესტრუქტურიზაცია გაუკეთონ.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, თავად ბანკებს სჭირდებათ ის, რომ მოქალაქეების მიერ აღებული სესხები არ გაფუჭდეს,

“როცა ბანკებზე ვსაუბრობთ, არ დაგვავიწყდეს, რომ აქ არ გვაქვს მხოლოდ სესხები, გვაქვს ვალდებულებებიც. ის სესხები გაიცემა იმ დეპოზიტების საფუძველზე, რომელიც არის ბანკში და რომლის საშუალებითაც ბანკი ახორციელებს სესხების გაცემას და ამ დეპოზიტებზე პროცენტის დარიცხვა არ შემცირებულა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავად ბანკებს სჭირდებათ ის, რომ ეს სესხები არ გაფუჭდეს, ამიტომ ბანკები მაქსიმალურად გააკეთებენ იმას, რომ მსესხებელს, რომელსაც აქვს გარკვეული სიძნელეები, შეუმსუბუქონ პირობები და რესტრუქტურიზაცია გაუკეთონ. ეს თავად ბანკებსაც სჭირდებათ ,“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების გამო, ბენკების უმეტესობამ მოქალაქეებს 3 თვის განმავლობაში-მარტში, აპრილსა და მაისში საშეღავათო პერიოდი დაუწესა. ხოლო, საშეღავათო პირობებით სარგებლობა ნებაყოფლობითია.

იტვირთბა....