უკრაინაში კორონავირუსით გარდაიცვალა სასულიერო პირი, რომელიც კარანტინის მიუხედავად, ღვთისმსახურებას ფარულად აღავლენდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გარდაცვლილი სასულიერო პირი ტერნოპოლის ოლქში მცხოვრები 66 წლის მამაკაცია.
მედიის ცნობით, სასულიერო პირი მსახურებას მრევლთან ერთად კერძო სახლში ატარებდა.
“ის ერთ-ერთი კონფესიის ღვთისმსახური იყო და აკრძალვების, კარანტინის, სასულიერო პირებთან ჩვენს მიერ გამართული არაერთი საუბრის მიუხედავად, კერძო სახლში, მრევლის თანდასწრებით საიდუმლოდ აღავლენდა მსახურებას“,-წერს გამოცემა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვა 10 ათასს მიაღწია, მათგან 250 გარდაიცვალა და ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.