“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მურთაზ ზოდელავა საპატრულო პოლიციის ყოფილ დირექტორის, დავით ცინარიძეს დაკავებას ეხმიანება, რომელაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა ედება ბრალად.
ზოდელავა განცხადებით, ადმიანები, რომლებიც დანაშაულს ჩადიან ოჯახში ძალადობის კუთხით, შეუძლებელია მათ სწორი რეაგირება მოახდინოს მსგავს დანაშაულებზე.
“ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები თავიანთი არაამქვეყნიური მოქმედებებით ყოველდღიურად გვაკვირვებენ. ადამიანები, რომელებიც უნდა ასწავლიდნენ პატრულის თანამშრომლებს, რომლებიც რეაგირებენ ოჯახურ ძალადობაზე, რომელიც პირადი მაგალითი უნდა იყვნენ, უნდა უტარებდნენ რიგით პატრულის თანამშრომლებს ყოველდღიურ ინსტრუქტაჟს, როგორ უნდა მოქმედებდნენ ოჯახირი ძალადობის შემთხვევაში, თავად არიან ამ დანაშაულის ჩამდენები”- აცხადებს ზოდელავა.
შეგახსენებთ, 28 აპრილს საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსი დავით ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.
საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დაკავებულ დავით ცინარიძეს სავარაუდოდ, ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.