ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი 4 ახალი პაციენტის წყარო ე.წ თეთრიწყაროსა და თბილისის კლასტერებს უკავშირდება

კორონავირუსთ ინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადის მკურნალობას.

ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა,

სოლოღაშვილის ინფორმაციით, ყველა ახალი პაციენტის წყარო ცნობილია და მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

“დაემატა 4 ახალი პაციენტი. კლასტერი ცნობილია. ორი გადმოყვანილია თეთრიწყაროდან, ორი კი თბილისიდან თუმცა, ცნობილი კლასტერიდან; დედა და შვილია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 18 წლამდე ასაკის პირები არიან ათნი. 3 არის ასაკობრივი მაღალი რისკის ჯგუფით. ერთი პაციენტია მძიმე. 11 პაციენტი არის საყურადღებო. რაც შეეხება სასულიერო პირის მდგომაროებას, სტაბილური და დამაკმაყოფილებელია”,- განაცხადა სოლოღაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ექვსით გაიზარდა და 517 გახდა. მათგან  168 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

 

იტვირთბა....