“ახალი შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა დასტაბილურდა, მაგრამ ამან არ უნდა დაგვამშვიდოს, ვინაიდან სიტუაცია ჯერ კიდევ დაძაბული რჩება. სპეციალისტები და მეცნიერები აცხადებენ, რომ პიკი ჯერჯერობით გადავლილი არ არის.”
ვლადიმერ პუტინი – რუსეთის პრეზიდენტი
ამასთან, პუტინის ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ქვეყანაში 12 მაისიდან, ეტაპობრივად განხორციელდება.
ცნობისთვის, რუსეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით, ჩინეთის შემდეგ, ირანის მონაცემებსაც გადაუსწრო.
ქვეყანაში ამ დროისთვის ვირუსით ინფიცრებულთა რაოდენობა 93 558-ს შეადგენს, მათგან 867 გარდაიცვალა, ხოლო 8 846 გამოჯანმრთელდა.