“ბევრი გზაა, რითაც შესაძლოა, მათი პასუხისმგებლობა დადგეს. ჩვენ ძალიან სერიოზულ გამოძიებას ვაწარმოებთ და ჩინეთის კმაყოფილი არ ვართ. არ ვართ კმაყოფილი არსებული სიტუაციით, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებელი იყო ამის შეჩერება წყაროსთან. შეიძლებოდა მისი სწრაფად შეჩერება, რომ არ გავრცელებულიყო მთელ მსოფლიოში. ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში ამდენი ზედმეტი სიკვდილი იყო. ეს შეიძლებოდა გაჩერებულიყო და ცოტა ხნის წინ შეჩერებულიყო. მაგრამ ვიღაცამ დიდი ხნის წინ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, არ გაეკეთებინა ეს. ამის გამო მთელი მსოფლიო იტანჯება, სულ მცირე, 184 ქვეყანა.”
დონალდ ტრამპი – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში მსოფლიო ლიდერების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა ბრალდება ჩინეთის მიმართ, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილია და ჩინეთი რეალურ მონაცემებს მალავს.
ამის შემდეგ ტრამპმა “ჯანმოც” მკაცრად გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ჩინეთზე არის ორიენტირებული. პრეზიდენტის ორგანიზაციას ბრალი ეპიდემიის ცუდ მართვაში დასდო, რის შემდეგაც დაფინანსებაც შეუჩერა.
ჩინეთის მისამართით კრიტიკას გამოხატავენ ევროკავშირის ქვეყნებშიც, სადაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანა რეალურ მონაცემებს მალავს.