მთავარი ციტატა

“მერაბიშვილის ინტერვიუმ სრული სიცხადით დაგვანახა, რა საფრთხე დაემუქრება ქვეყანას, თუ მათ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შესაძლებლობა მიეცემათ”

“მერაბიშვილის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურდა, რომ არც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, არც “ნაციონალური მოძრაობის” ორივე ფრთის წარმომადგენლები ერთი წამითაც არ განიცდიან სინანულს იმ სისასტიკის და იმ არაერთი მოსპობილი სიცოცხლის გამო, გაუბედურებული ოჯახების გამო,  რაც პირადად მათ გადაწყვეტილებებსა და ბრძანებებს უკავშირდება, იქნება ეს გირგვლიანის, რობაქიძის საქმე თუ აღარ გავაგრძელებ, სამწუხაროდ უამრავია ასეთი დაზარალებული და გაუბედურებული ოჯახი. ინტერვიუმ სრული სიცხადითა და “ბრწყინვალებით” დაგვანახა, თუ ვისთან გვქონდა საქმე, რა ხალხი მართავდა ქვეყანას და რა საფრთხე დაემუქრება საქართველოს, თუკი ამ ხალხს ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა  მიეცემა.

კახა კალაძე – დედაქალაქის მერი

აღნიშნულით კახა კალაძემ “იმედის” ეთერში ჩართვისას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშილის და “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას ინტერვიუს გამოეხმაურა.

ცნობისთვის, ვანო მერავიშვილმა  „მთავარი აქცენტები“ სტუმრობისას წინა ხელისუფლების მმართველობაზე ისაუბრა. მერაბიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ  ე.წ. ციხის კადრების ნაწილი დადგმული იყო და მას ამასტან კავშირი არ ჰქონია.

 

იტვირთბა....