ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ახალმა ზელანდიამ კორონავირუსთან ბრძოლა მოიგო” – პრემიერ-მინისტრი, ჯესინდა არდერნი

“ქვეყანამ კორონავირუსთან ბრძოლა მოიგო” – ამის შესახებ, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯესინდა არდერნი აცხადებს. ინფორმაციას ბრიტანული Guardian-ი ავრცელებს.

ჯესინდა არდერნის თქმით, ახალ ზელანდიაში შეჩერებულია კორონავირუსის საზოგადოებაში უკონტროლო გავრცელება, რაც ვირუსის აღმოფხვრას უწყობს ხელს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კი ოპტიმიზმი იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების არ ფიქსირდება, თუმცა მათი გავრცელების რისკი დაბალია, რადგან ინფიცირების წყარო ცნობილია.

სამშაბათიდან ახალ ზელანდიაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება იწყება. ბიზნესის, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სფეროს ნაწილი საქმიანობის განახლებას შეძლებენ, თუმცა ძალაში რჩება მოქალაქეთა უმრავლესობისთვის სახლში დარჩენის მოთხოვნა.

“ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გავხსნით ადამიანების სოციალურ ცხოვრებას”, – თქვა არდერნმა.

ახალ ზელანდიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 469 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გარდაცვლილია 19 და გამოჯანმრთელებულია 1 180.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,025,724 მიაღწია. გარდაიცვალა 209,001 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 893,196 პაციენტი.

27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 496 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 149 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4932 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 568.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....