“გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ სააკაშვილის კლასტერის მთავარ ხერხემალს. მერაბიშვილი აბსოლუტურად უტიფრობით გვიმტკიცებდა და გვეუბნებოდა, რომ მათ ხელისუფლებას და მას პირადად არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ის მკვლელობები, დარბევა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის წართმევა – ეს მათთვის ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის დისკომფორტი, სპეცრაზმების მოუმზადებლობა. მეტიც, იქამდეც კი მივიდნენ, რომ თურმე ოპოზიცია დგამდა წამების სცენებს ციხეებში.”
ირაკლი სესიაშვილი – პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე
ამის სესახებ ირაკლი სესიაშვილმა შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა.
ცნობისთვის, ვანო მერავიშვილმა „მთავარი აქცენტები“ სტუმრობისას წინა ხელისუფლების მმართველობაზე ისაუბრა. მერაბიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ე.წ. ციხის კადრების ნაწილი დადგმული იყო და მას ამასტან კავშირი არ ჰქონია.