ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის ინფიცირების ერთი შემთხვევა ბოლნისში დაფიქირდა

ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების ერთი შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.

ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

რეხვიაშვილის ინფორმაციით, შესწავლილია ინფიცირებულის კონტაქტები, ხოლო თავად ინფიცირებული, 17 აპრილიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

“დღეს დადგინდა ერთი მატება ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ეს არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცენტრში მცხოვრები ადამიანი, რომლის კავშირებიც შესწავლილია. თუმცა, წინასწარ ვიცით, რომ ის 17 აპრილიდან უკვე თვითიზოლაციაში იყო და კომუნიკაცია შეზღუდული ჰქონდა“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

მიისვე თქმით, კორონავირუსი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მერიის თანამშრომელს დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 10-ით გაიზარდა და 496 გახდა. მათგან  149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

იტვირთბა....