ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალიდან ბათუმში ღია აგრარული და თევზის ბაზრები გაიხსნება

ბათუმში ხვალიდან ღია აგრარული და თევზის ბაზრები გაიხსნება.

ბათუმის მერიის ცნობით, ბაზრების ფუნქციონირება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენტაციების სრული დაცვით განხორციელდება.

ბაზრებში ჩატარდა მიმდებარე და შიდა ტერიტორიების სადეზინფექციო სამუშაოები. ტერიტორიაზე პირბადის გარეშე შესვლა აკრძალულია.

ადგილზე მომხმარებლებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და გადაეცემათ ერთჯერადი ხელთათმანები. დაცული იქნება დისტანცია როგორც დახლებს შორის, ასევე ადამიანებთან მიმართებაში.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ბაზრის ტერიტორიაზე შესულ ყველა მანქანას ჩაუტარდება დეზინფექცია. სადეზინფექციო სამუშაოები მუდმივად ჩატარდება ყველა ბაზრის ტერიტორიაზე. რეკომენდაციების შესრულებას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველო უზრუნველყოფს.

იტვირთბა....