მთავარი ციტატა

“3 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, 6 პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე” – ლალი ტურძელაძე

“6 პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მათგან სამის მდგომარეობა უკიდურესია. აი, ასეთი მძიმე კონტინგენტია ჩვენთან. დანარჩენი პაციენტები მოთავსებული არიან ინტენსიური თერაპიის ბლოკებში და მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია”

ლალი ტურძელაძე, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი

TV პირველი, “დღის ამბები”

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით მე-6 პაციენტი, 83 წლის კაცი გარდაიცვალა.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 139 მოქალაქე.

ქვეყანაში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4928, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 პირი.

იტვირთბა....