ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა – გამოჯანმრთელებული პირი ქუთაისის კლასტერიდანაა და ის კლინიკიდან ხვალ გაეწერება.
კლინიკაში ე.წ. ქუთაისის კლასტერიდან მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება.
კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ხვალ შესაძლოა, კლინიკიდან კიდევ ერთი გამოჯანმრთელებულიც გაწერონ, რომელიც ე.წ. ფარცხანაყანევის კლასტერს განეკუთვნება.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით მე-6 პაციენტი, 83 წლის კაცი გარდაიცვალა.
გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 139 მოქალაქე.
ქვეყანაში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4928, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 პირი.