უჰანში, ქალაქში, სადაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო, ყველა ჰოსპიტალიზებული პაციენტი უკვე გაწერეს კლინიკებიდან – ამის შესახებ ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა, მი ფენგმა განაცხადა.
ჯამში უჰანში კორონავირუსის 46 452 შემთხვევაა დაფიქსირებული.
მსოფლიოში უჰანი იყო პირველი ქალაქი, სადაც ვირუსის გამო კარანტინი გამოცხადდა. თვეების განმავლობაში არსებული მძიმე სიტუაციის შემდეგ კი ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
არსებობს მოსაზრება, რომ ქალაქში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა დაიწყება, თუმცა ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
უჰანში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა.
ჯამში უჰანიდან დაწყებული ვირუსით მსოფლიოს მასშტაბით 2.6 მილიონი ადამიანია დაინფიცირებული.