ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-ის მთავრობა საქართველოს $64 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს

აშშ-ის საელჩო საქართველოში, განცხადებას ავრცელებს. სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის მთავრობა საქართველოს $64 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს.

“მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით USAID/Georgia იწყებს $64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად.

ეს დაფინანსება აშშ-საქართველოს შორის არსებული განვითარების ხელშეწყობის შეთანხმების ნაწილია”, – წერს აშშ-ის საელჩო საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,762,532 მიაღწია. გარდაიცვალა 193,231 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 763,272 პაციენტი.

24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 431 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 132 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5888 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....