Guardian-ის ცნობით, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი უარს აცხადებს რეისები ცარიელი შუა ადგილებით განახორციელოს, რომელიც მგაზვრებს შორის სოციალური დისტანციის დაცვისთვისაა საჭირო.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ ამ წესებს „იდიოტური„ უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში რეისები არ შესრულდება.
„ან ხელისუფლება გადაიხდის შუა ადგილების ფასს, ან არ ვიფრენთ” – აცხადებს კომპანიის დირექტორი.
ო’ლირი მიიჩნევს, რომ ევროპის მთავრობებმა უსაფრთხოების სხვა ზომები დააწეს. მაგალითად, სავალდებულო გახადონ პირბადეების ტარება მგზავრებისთვის ან აეროპორტში ტემპერატურის შემოწმება.