“თუ მართლა დაინიშნა სააკაშვილი უკრაინაში ვიცე-პრემიერად, ანუ ადამიანი, რომელიც არის ქართული მართლმსაჯულების მიერ ცნობილი დამნაშავედ და დღეს არის ძებნილი, ეს ცხადია, ძალიან დაამძიმებს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს. მე არ გამოვრიცხავ, რომ დღის წესრიგში დადგეს დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის კავშირი ძალიან ძვირფასია.”
რატი იონათამიშვილი – ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე
აღნიშნული განცხადება იონათამიშვილმა, “ტვ იმედის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს, საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის, განცხადებით, მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო.