ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ჩინეთში ოფიციალურად აღრიცხული 55 000 ინფიცირებულის ნაცვლად 232 000 იყო”- The Guardian

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რამაც აჩვენა, რომ ჩინეთმა კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების რეალური მონაცემები გააყალბა და რეალური რიცხვი ოფიციალურს დაახლოებით ოთხჯერ აღემატება.

კერძოდ, ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების პირველი ტალღის შედეგად, ქვეყანაში ოფიციალურად აღრიცხული 55 000 ინფიცირებულის ნაცვლად რეალურად  232 000 იყო.

ამის შესახენბ ინფორმაქციას The Guardian ავრცელებს.

20 თებერვლისთვის ჩინეთში კორონავირუსის ინფიცირების 55 000 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, თუმცა ჰონგ კონგის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ეს მონაცემებში არ შედიოდა „კოვიდ-19“-ის მსუბუქ შემთხვევები და ის ინფიცირებულები, რომლებიც უხანთან არ იყვნენ კავშირში.

გამოცემა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვირუსის გავრცელების დღიდან,  ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულის განმარტება შვიდჯერ შეიცვალა.

კერძოდ, პირველი რამდენიმე განმარტება არ მოიცავდა „კოვიდ-19“-ის მსუბუქ შემტხვევებსა და მათ, ვინც უკვე დაფიქსირებული შემთხვევის კონტაქტი არ იყო.

კვლევის თანახმად, მაშინ, როდესაც ჩინეთში ინფექცირებულის განმარტება განახლდა, მისი გამოყენებით ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 20 თებერვლამდე დაახლოებით 232 000 იქნებოდა.

ჩინეთის ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის, ქვეყნაში კორონავირუსის ინფექცია სულ 83 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა.

 

იტვირთბა....