ევროპის კონტინენტზე კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების თითქმის ნახევარი მოხუცთა თავშესაფრებში ცხოვრობდა.
აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ავრცელებს.
“ჯანმოს” ევროპის ბიუროში ამ ფაქტს ტრაგედიას უწეოდებენ.
“ჩვენს ხელთ არსებული გათვლებით, ევროპის რეგიონში, იმ ადამიანების თითქმის ნახევარი, ვინც კორონავირუსით დაიღუპა, მოხუცთა თავშესაფრებში ცხოვრობდა. ძალიან შემაშფოთებელი სურათია. ეს წარმოუდგენელი ადამიანური ტრაგედიაა“,-აღნიშნა ჯანმოს ევროპის ოფისის დირექტორმა, ჰანს კლიუგემ.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ევროპის კონტინენტზე კორონავირუსის 1 101 681 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს 1 107 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ხოლო, მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 2.5 მილიონს გადააჭარბა.