ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ტიკარაძის ცნობით, 27 აპრილს 40 000 სწრაფ ტესტს ელოდებიან, მაისის დასაწყისში კი მათი რაოდენობა 100 000-მდე გაიზრდება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანა 27 აპრილს 40 ათასის ოდენობის “პისიარ” ტესტს ელოდება, ხოლო ეს რაოდენობა მაისის დასაწყისში 100 ათასამდე გაიზრდება.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ადმინისტრაციაში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ დროისთვის, ქვეყანაში 5 ათასი სწრაფი ტესტია გამოყენებული და მარაგში კიდევ 9 ათასი რჩება.

“ჩვენ ვაგრძელებთ მრავალსაფეხურიან ტესტირებას, რაც გულისხმობს, როგორც სწრაფი ტესტებით ასევე PCR ტესტებით ადამიანების გამოკვლევას, დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს 10 ათასზე მეტი  PCR ტესტის სრული კომპლექტაცია, ორშაბათს ველოდებით 40 ათას ტესტს და მაისის დასაწყისში ეს რაოდენობა შეივსება 100 ათასამდე.

ამ ეტაპისთვის ქვეყანაში უკვე გამოყენებულია 5 ათასზე მეტი სწრაფი ტესტი და დამატებით ჩვენ კიდევ გვაქვს 9 ათასი ტესტი, რომელიც დარიგებულია ყველა საავადმყოფოში, სადაც მიმდინარეობს, როგორც პაციენტების ასევე თანამშრომლების ტესტირება,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

იტვირთბა....