ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

დღეს ოკუპირებული აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ინაუგურაცია გაიმართება. ცერემონია კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხოელი სტუმრების გარეშე ჩაივლის.

ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, რადგან ღონისძიება ტარდება კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ფიცის დადების ცერემონია უცხოელი სტუმრების მონაწილეობის გარეშე ჩაივლის.

„პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ასამბლეის დარბაზში, უცხოელი სტუმრების მონაწილეობის გარეშე ჩაივლის, რადგან ღონისძიება ტარდება კორონავირუსის პანდემიის ფონზე. ინაუგურაციაზე წარმოდგენილნი იქნებიან პარლამენტის დეპუტატები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი, რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის ელჩები აფხაზეთში, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის და რესპუბლიკი მუსლიმთა ადმინისტრაციის წარმომადგენლები“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ასლან ბჟანიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 56.6%-ით გაიმარჯვა. ბჟანიამ 53741 ამომრჩევლის ხმა მოიპოვა.

დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ინაუგურაცია, სოხუმში, დღეს უნდა გაიმართოს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ფიცს აფხაზურ ენაზე დადებს.

იტვირთბა....