“44 დადასტურებული პაციენტიდან 17 გვყავს მძიმე პნევმონიით. საბედნიეროდ, კრიტიკული პაციენტები უკვე აღარ გვყვს, იმ ორი პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, მძიმე პნევმონიაში გადავიდა მათი მდგომარეობა. 7 მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რამდენიმე დღეში ალბათ გამოჯანმრთელების პირველი ტესტის ჩატარება დაგვჭირდება.”
მარინა ეზუგბაია – ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი
ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევათა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 420 გახდა. მათგან,107 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5223 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584 პირი.
24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 9-ით გაიზარდა.