მთავარი ციტატა

“ყოველი შეცდომა და გაჭიანურებული ქმედება იქნება ტვირთი, რომლის ტარებაც მომავალი თვეები და წლები მოგვიწევს”- ესპანეთის პრემიერი

“ეს გახანგრძლივება წინა შემთხვევებისგან განსხვავებულია. პირველი შემთხვევაა, როდესაც ამის გაკეთება მომავლისადმი ფრთხილი ოპტიმიზმით შემიძლია. ყოველი შეცდომა, რომელსაც ვუშვებთ, ყოველი გამოწვევა, რომელსაც ვერ გავუმკლავდებით, ყოველი გაჭიანურებული ქმედება იქნება ტვირთი, რომლის ტარებაც მომავალი თვეებისა და წლების მანძილზე მოგვიწევს.”

პედრო სანჩესი – ესპანეთის პრემიერ-მინისტრი

აღნიშნულით პრემიერი ესპანეთში საგანგებო მდგომარეობის გახანრძლივებას გამოეხმაურა.

ცნობისთვის, ესპანეთის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 9 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. 

კორონავირუსის ინფიცირების მაღალი მაჩვენებლით ესპანეთი მსოფლიოში მეორე ადგილასაა. ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების 208 389 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო მათგან  21 717 გარდაიცვალა. 

იტვირთბა....