aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“გაუგებარია, რატომ უნდა გავუტაროთ ბერას პირადი ვიდეო პოლიტიკურ ჭრილში” – კალაძე ივანიშვილების ვიდეოზე

“ზოგადად, რატომ განვიხილავთ ბერას პირად გვერდზე განთავსებულ ვიდეოს რაღაც პოლიტიკურ ჭრილში, ეს ცოტა გაუგებარია ჩემთვის. გასაგებია, რომ პარტიის თავმჯდომარეა ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მისი ფოტოების, ვიდეოების გამოქვეყნების უფლება ოჯახის პოლიტიკურ ჭრილში რატომ უნდა გავუტაროთ, ზოგადად, არ მესმის და არ მგონია, ეს თემა სადისკუსიო იყოს.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

კახა კალაძე – თბილისის მერი

აღნიშნული განცხადება კალაძემ, შალვა რამიშვილის გადაცემაში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,588,351 მიაღწია. გარდაიცვალა 180,015 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 706,481 პაციენტი.

22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 416 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 107 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5160 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....