ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროკავშირი დახმარების სახით საქართველოს 183 მილიონ ევროს გამოუყოფს

პანდემიის დროს, ევროკავშირი დახმარების სახით საქართველოს 183 მილიონ ევროზე მეტს გამოუყოფს.

ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირმა საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. მანამდე კი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ და ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

სატელეფონო საუბრის შესახებ პრესრელიზი ევროკავშირმა საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ განხორციელებულ სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების შესახებ, პანდემიასთან ბრძოლის საკითხები და მის სოციალური და ეკონომიკური შედეგები განიხილეს. ასევე, საუბრისას აღინიშნა, რომ ევროკავშირი დახმარების სახით საქართველოს 183 მილიონ ევროზე მეტს გამოუყოფს.

„ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი ევროკავშირის დახმარებას ამ კრიზისის დაძლევის საქმეში. ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქებაზე გლობალური რეაგირების ფარგლებში, ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო. ჯამში 80 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება ჯანდაცვის სექტორში არსებული გადაუდებელი საჭიროებებისთვის არის გამიზნული, ხოლო 883 მილიონი ევრო – სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მოკლე-ვადიანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. აქედან დახმარების სახით უშუალოდ საქართველო 183 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....