ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსისგან 5 ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის დადებული.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 411-მდე გაიზარდა. მათგან  97 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5015 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 573 პირი.

იტვირთბა....