ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსისგან 98 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსისგან 98 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 411-მდე გაიზარდა. მათგან  98 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5015 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 573 პირი.

 

 

 

იტვირთბა....