ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების პრობლემატურობაზე ვსაუბრობთ მაშინ, როცა მთავარი რეკომენდაციაა, დავრჩეთ სახლში” – ჩიქოვანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერმა, ირაკლი ჩარკვიანმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ სახელმწიფოს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის, რომელიმე პოლიტიკოსის მოფიქრებული არ არის. მისი თქმით, ეს არის პრაქტიკა, რომელიც ერთადერთია და საუკეთესო პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში.

“სახლში რომ დავრჩეთ, ამისთვის აუცილებელია, ყველამ კარგად გავითავისოთ ის რეკომენდაციები, რომელიც სახელმწიფოს აქვს. სახელმწიფოს ეს რეკომენდაციები რომელიმე პოლიტიკოსის მოფიქრებული არ არის. ეს არის პრაქტიკა, რომელიც სამწუხაროდ, ერთადერთია და საუკეთესო პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში, რომ დავიცვათ სოციალური დისტანცია და სახლიდან არ გავიდეთ, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა. ჩვენ ვხედავდით, რომ მობილობა საკმაოდ მაღალი იყო. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება ზუსტად ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად და პიკურ ვითარებაში მაქსიმალურად დაბალი ციფრებით შესახვედრად მივიღეთ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 408 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 97 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,517,579 მიაღწია. გარდაიცვალა 173,422 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 660,274 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

 

იტვირთბა....