ახალი ამბები მთავარი სამართალი

პოლიციამ მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მამაკაცი დააკავა

თბილისში, პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით შუა ხნის მამაკაცი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული კ.მ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მამაკაცმა მეუღლეს – 1980 წელს დაბადებულ რ.კ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

იტვირთბა....