ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ახლა არაა ქილიკის დრო, რადგან ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, ორივე მხარზე გვაზის უხილავი მტერი”- რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი კორონავირუსის კლინიკურ მართვაზე გამოცემული პროტოკოლის კრიტიკას ეხმიანება და აცხადებს, რომ თუ ვინმეს კითხვები აქვს, შეუძლიათ პირადად ექიმებთან მივიდნენ.

ამის შესახებ რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

რატიანის განცხადებით, ახლა დგება მომენტი, როცა ყველა ერთად უნდა გადარჩეს და ქილიკის დრო არ არის.

“მინდა, ორიდოდე სიტყვა მოგახსენეოთ აჟიოტაჟზე, რომელიც ჩვენ სახელმწიფო გაიდლაინზეა ატეხილი.იცით, რომ რაც ვირუსი გაჩნდა, სამყარო შეიცვალა, ანუ ეს გახდა, სამწუხაროდ, გლობალური პრობლემა, რომელსაც კაცობრიობა უნდა გაუმკლავდეს. უამრავი ინფორმაცია იწერება დღეს ამასთან დაკავშირებით. მინდა, ვუთხრა ყველას, ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლეენიანებსა და გრძელენიანებს, ახლა დგება მომენტი, რომ ერთად უნდა გადავრჩეთ.

არ არის არავითარ შემთხვევაში ქილიკის დრო, რადგან, სამწუხაროდ, ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, ორივე მხარზე გვაზის უხილავი მტერი. თუ ვინმეს შენიშვნის მოცემის, რჩევის დაირგების და ასე შემდეგ დიდი სურვილი აქვს, აი, ბატონო, კლინიკა, აი, ბატონო, სივრცე, შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია, იმუშაონ,’ – აცხადებს რატიანი.

რატიანის განმარტებით, საქართველომ გააკეთა ის, რისიც ყველა წამყვან ქვეყანას შურს, რაც ინფიცირებისა და ლეტალობის დაბალი ინფდექსით გამოიხატება.

შეგახსენებთ, 17 აპრილს აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ზურაბ გურულმა პოსტი გაავრცელა, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება. აღნიშნულ პოსტს თბილისის ინფექციური საავადმყოფო დირექტორი გამოეხმაურა. როგორც კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა,  ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირის ჩვეულებრივი დემაგოგია, რომელიც ამასთან არაერთ ფაქტობრივ ტყუილსაც შეიცავს.

ამასთან, განცხადებაში თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ყველა ავადმყოფის მკურნალობა ხდება ინდივიდუალური მიდგომით და არასდროს ყოფილან მხოლოდ პლაქვენილის იმედად.

 

იტვირთბა....