ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ამის შესახებ ინფორმაციას “სიენენი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყნის ლიდერმა გულის ოპერაცია გაიკეთეს, რის შემდეგაც ის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, მას კარდიოლოგიური სისტემის იმპლანტაცია დასჭირდა. ამის მიზეზად “თამბაქოს ხშირი მოხმარება და ჭარბი წონა სახელდება“.
ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ კიმ ჩენ ინი 15 აპრილს მისი ბაბუის იუბილეს არ დასწრებია.