ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“როგორ შეხვდნენ აღდგომას მართლმადიდებელ ქვეყნებში და რატომ დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ გამონაკლისი ეკლესიისთვის?”- “ბიბისი”

ბრიტანული გამოცემა “ბიბისი” სტატიას აქვეყნებს, რომელშიც მიმოიხილავს როგორ შეხვდა კორონავირუსის დროს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დრესასწაულს.

სტატიაში მიმოხილულია მართლმადიდებელი ქვეყნები, სადაც ვირუსის გავრცელების გამო აღდგომის დღესთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. ამის გამო, წელს სადღესასწაულო მსახურება ტრადიციული ფორმით არ ჩატარებულა.

გამოცემა წერს, რომ იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონია მრევლის გარეშე ჩატარდა და მას შეზღუდული რაოდენობის სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

როგორ შეხვდნენ აღდგომის დღესასწაულს მსოფლიოს მართლმადიდებელი ქვეყნები?

კორონავირუსის გამო, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაერღვია ტრადიცია და მოუწოდა მილიონობით მორწმუნეს, ტაძარში არ მისულიყვნენ. ამ წელს ლიტურგია მხოლოდ მღვდლებისა და სხვა სასულიერო მსახურების თანდასწრებით მრევლის გარეშე ჩატარდა.

უკრაინაში პოლიცია აკონტროლებდა ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიას, რათა თავიდან აერიდებინდა მრევლის დიდი რაოდენობის ერთად შეკრება.

საბერძნეთში ხელისუფლება დრონები და სხვა საშუალებები გამოიყენა სიტუაციის გასაკონტროლებლად. როცა წმინდა ცეცხლი შაბათს საღამოს ათენში ჩაიტანეს, ცეცხლი მხოლოდ ათენში იერუსალიმის პატრიარქთან წაიღეს, სხვა ეკლესიებში არ გაუვრცელებიათ. ეკლესიამ მხარი დაუჭირა აკრძალვებს, პოლიცია კი აკონტროლებს, რომ ბერძნები შაბათ-კვირას ნათესავებს არ ესტუმრნონ.

ეგვიპტის კოპტურმა მართლმადიდებელი ეკლესიის პაპმა კი პარასკევის ლოცვა დიდი შეკრების გარეშე ერთ-ერთ მონასტერში კაიროში ჩაატარა. წირვა ტელევიზიით გადაიცემოდა.

რუმინეთშიც დაწესდა შესღუდვები. ადამიანები გააფრთხილეს, რომ მათ სახლების დატოვების უფლება არ ექნებოდათ შაბათის ღამის ლიტურგიაზე წასასვლელად. წმინდა ცეცხლს ის მორწმუნეები მიიღებენ, რომლებიც ამას ინდივიდუალურად მოითხოვენ.

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში კი ადღგომის ლიტურგიის ჩატარების დროს ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა, რათა ხალხის გაადადგილება შეზღდულიყო.

სერბეთსა და მონტენეგროში ეკლესიამ მოსახლეობა გააფრთხილა, სახლში დარჩენილიყვნენ.

თუმცა ჩრდილოეთ მაკედონიაში მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ ისინი არ გამოიყენებენ ძალას მორწმუნეების წინააღმდეგ, იმისთვის, რომ მათ აღდგომა სახლებში აღნიშნონ.

გამოცემაში დასმულია კითხვა, რატომ არის საქართველო განსხვავებული?

გამოცემა წერს, რომ ქვეყანაში დაწესებული აკრძალვების მიუხედავად სამების ტაძარმა აღდგომის ღამეს მრევლი მიიღო.

საქართველოს მთავრობამ აკრძალა კერძო მანქანებით გადაადგილება, დაიხურა სასაფლაოები, რომლებსაც ქართველები აღდგომის დღეებში ტრადიციულად სტუმრობენ. ამასთან, ის პირები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონს არღვევენ, რომელიც თავის მხრივ სხვა შეზღუდვებთან ერთად სამ ადამიანზე მეტის ერთად შეკრებასაც კრძალავს, ჯარიმდებიან.

“ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს, რატომ დაუშვა ხელისუფლებამ გამონაკლისი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის? ათასობით ადამიანი თავისუფლად აგრძელებს ეკლესიაში სიარულს ჯერ კიდევ კრიზისის დასაწყისიდან“,- წერს გამოცემა.

აქვე აღნიშნულია, რომ მღვდლები აგრძელებენ ზიარების ცერემონიას საერთო კოვზებით.

“ბოლო პერიოდში გავრცელდა ცნობა, რომ 2 მღვდელს დაუდასტურდა კორონავირუსი. ამის მიუხედავად აღდგომის ღამის ლიტურგია მაინც ჩატარდა“,- წერს “ბიბისი.”

გამოცემაში ხაზია გასმული, რომ მოიხედავად დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათისა, ეკლესიამ მრევლი მაინც მიიღო.

 

იტვირთბა....