ახალი ამბები მთავარი სამართალი

გაზის გაჟონვის გამო მუხრანის ქუჩიდან მოქალაქეების ევაკუაცია ხდება

ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, თბილისში, მუხრანის ქუჩიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან, რომლებიც მოქალაქეების ევაკუაციას ახორციელებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერიტორიაზე გაზის მილი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაზიანდა, რამაც ბუნებრივი აირის ძლიერი გაჟონვა გამოიწვია.

უწყებაში განმარტავენ, რომ დროულად დაიკეტა მილი, თუმცა მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, იქ მცხოვრებთა ევაკუაცია საჭირო გახდა.

რაც შეეხება ავტომობილის მძღოლს, იგი ადგილიდან მიიმალა და მის დასაკავებლად ღონისძიებები მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....