კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, ინდოეთში ტურისტები ჩარჩნენ, რომლებიც ბოლო ერთი თვე გამოქვაბულში ცხოვრობდნენ.
ავიამიმოსვლის შეჩერების გამო, ინდოეთში ჩარჩენილი ექვსი ტურისტი სამშობლოში ვეღარ ბრუნდება. ოთხი მამაკაცი და ორი ქალი გამოქვაბულში 24 მარტიდან ცხოვრობდნენ.
ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მედიის ცნობით, ტურისტები საფრანგეთიდან, აშშ-დან, უკრაინიდან, თურქეთიდან და ნეპალიდან არიან.
მას შემდეგ, რაც მათ ფული გაუთავდათ, უცხოელები ქალაქ რიშიკეშის მახლობლად ერთ-ერთ გამოქვაბულში დასახლდნენ.
„ვირუსის პანდემია დაიწყო მაშინ, როდესაც ტაილანდში ვიყავით. თავიდან ტურისტული ბუნგალო ვნახეთ, მაგრამ იქიდან სამი დღის შემდეგ გამოგვყარეს. მას შემდეგ, რაც ყველა ტურისტული საცხოვრებელი დაიკეტა, ჩვენ სხვა გზა აღარ დაგვრჩა“,- ამბობს ერთ-ერთი ტურისტი.
ტურისტების პოვნის შემდეგ, პოლიციამ ისინი 14-დრიან კარანტინში გადაიყვანა, თუმცა როგორც ცნობილია, არცერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა.
ცნობისთვის, კორონავირუსის გამო ინდოეთში მარტის ბოლომდე გარეთ გასვლა აიკრძალა, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა.