ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს გელა ლანჩავას მოადგილე არ იყო? 1992 წელს კალაშნიკოვიანი ნაძირლები რომ ხვრეტდნენ ქუჩებში..”: კოკო გამსახურდია მეუფე იაკობზე

კონსტანტინე გამსახურდია მეუფე იაკობის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„უკაცრავად, ეს გელა ლანჩავას მოადგილე არ იყო? ვიზეა იცით ლაპარაკი? აი, 1992 წლის 2 იანვრიდან ნიღბოსანი, კალაშნიკოვიანი ნაძირალები და არაკაცები ხალხს რომ ხვრეტდნენ ქუჩებში, მშვიდობიან, შეუიარაღებელ მომიტინგეებს, იმათზეა საუბარი“, – წერს კონსტანტინე  გამსახურდია მეუფე იაკობზე.

რამდენიმე დღის წინ, მეუფე იაკობმა ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეზე საუბრისას განაცხადა, რომ ისინი უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ, რათა ღირსება შერჩეთ. მისი თქმით, პატივსაცემი ექიმებისს მხრიდან მიდის პანიკის დათესვა, რაც მიუღებელია.

აღსანიშნავია, რომ იღუმენი ილია ვაშაკიძემ 2017 წელს  ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მეუფე იაკობის ბიოგრაფიიდან 10 წელი საერთოდ გამქრალია, რაც მოციქულთა კანონებს ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, 1992 წლის 3 იანვარს, თბილისში დიდუბეში, 2 თებერვალს კი სადგურის მოედნის მიმედებარე ტერიტორიაზე, სამხედრო საბჭოს ბრძანებით, ათეულობით მომიტინგე დაცხრილეს. მაშინ თბილისის კომენდანტი იყო გელა ლანჩავა, სამხედრო საბჭოს შემადგენლობაში კი შედიოდნენ თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა და ჯაბა იოსელიანი.

 

 

იტვირთბა....