ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ექვსმა პაციენტმა დაამარცხა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისთვის არცებული ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 394 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 92 პაციენტი.

ამასთან, ქვეყანაში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად საქართველოში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5094 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი –547.

იტვირთბა....