ქუთაისში ველოსიპედი და მინიმოპედი ერთმანეთს შეეჯახა – მომხდარის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.