ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თელ-ავივი – თბილისის რეისით საქართველოში 154 მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოში  ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეისით თელ-ავივი – თბილისის რეისით  154 მოქალაქე დაბრუნდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან, ისინი ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით.

“კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით საკარანტინე სივრცე ამ დროისთვის 83 სასტუმროში მოქმედებს.

საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....