ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით ახალი პაციენტი არ მიუღიათ

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტი არ მიუღიათ – ამის შესახებ “პირველ არხს” კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.

მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებულია მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელსაც გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებულ ტესტს შუა კვირაში გაუკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ 18 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 388 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 86 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4971 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 519.

იტვირთბა....