ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს მანქანის წინა სავარძელზე დაჯდომით საგანგებო რეჟიმის წესები არ დაურღვევია. ამის შესახებ, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ. ამ განცხადებით, უწყება რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, სადაც ჩანს, რომ ტიკარაძე მანქანაში წინა სავარძელზე ჯდება.
“მთავრობის №181-ე დადგენილების მე-2 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებისა და მე-14 მუხლის მიხედვით, შეზღუდვა არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი და საკარანტინო ღონისძიების განმახორციელებელი უწყებების უფლებამოსილი მოსამსახურეების გადაადგილებაზე”, — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.