ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ლუგარის ლაბორატორიას სამხედრო მიზნებით იყენებენ. საკუთარ საზღვრებთან ახლოს რუსეთი მსგავს ქმედებას ვერ დაუშვებს” – ზახაროვა”

საქართველოში მდებარე ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, 17 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მოსკოვმა იცის ვაშინგტონის მიერ საქართველოსათვის ლუგარის ლაბორატორიაში სამხედრო კვლევების გაფართოების შეთავაზების შესახებ.

როგორც ზახაროვა აცხადებს, საბჭოთა კავშირის ყოფილ წევრ ქვეყნებში აშშ ბიოტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ორგვარი დანიშნულების მქონე ბიოლოგიური კვლევების ლაბორატორიებს ქმნის. მისი თქმით, რომ საკუთარ საზღვრებთან ახლოს რუსეთი მსგავს ქმედებას ვერ დაუშვებს.

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პენტაგონი მაღალი რანგის წარმომადგენლები უკანასკნელ პერიოდში იმყოფებოდნენ იქ და საქართველოს მთავრობას შესთავაზეს კვლევების მასშტაბის გაფართოება. ამავდროულად, მხედველობაში უნდა გვქონდეს ამერიკელების მუშაობა საშიში დაავადებათა პათოგენური აგენტების შექმნაზე და მოდიფიკაციაზე, მათ შორის სამხედრო მიზნებით, მესამე მსოფლიოს ქვეყნების ლაბორატორიებში.” – განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ამ განცხადებას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ვირუსთან ბრძოლაში თანამშრომლობის ნაცვლად რუსეთი ცდილობს ჩრდილი მიაყენოს საერთო ფრონტის ხაზზე წარმატებით მოქმედ სტრუქტურას.

იტვირთბა....