ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კორეაში 163 გამოჯანმრთელებულ პაციენტს კორონავირუსი კვლავ დაუდასტურდა

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სექტორის ოფიციალური ინფორმაციით, 163 ადამიანს, რომლებიც COVID 19-ისგან გამოჯანმრთელებულად ითვლებოდნენ, კორონავირუსი კვლავ დაუდასტურდა.

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანა ამ ფენომენის ამოხსნას ცდილობს.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა განმეორებითი დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირებულია ჩინეთშიც.

სამხრეთ კორეაში განმეორებითად დადასტურებული შემთხვევების პროპორცია დაბალია – 7829 გამოჯანმრთელებულიდან COVID 19 კვლავ 2.1%-ს დაუდგინდა, თუმცა უცნობია ზუსტი რიცხვი, თუ გამოჯანმრთელებულთაგან რამდენს ჩაუტარდა ტესტირება განმეორებით.

ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით 10,653 დაინფიცირდა, მათგან 7,937 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 232-ია.

იტვირთბა....