ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ, თავის 94-ე იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების გაუქმება ითხოვა.
დედოფლის თქმით, ქვეყანაში კოვიდინფექციის გავრცელებით გამოწვეული შედეგების გამო ახლა საზეიმო ღონისძიებების გამართვა მიუღებელია
„როიტერის“ ინფორმაციით, დედოფალ ელისაბედ II-ის ტახტზე ასვლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მისი იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებები გაუქმდა.
ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთში კორონავირუსით უკვე 14 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.