ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ოკუპანტების არაკანონიერო მოქმედების შესახებ ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები უკვე ინფორმირებულები არიან.
“რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 17 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები“, – აცხადებენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში..
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მსგავსი უკანონო აქტივობები, მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივების ყოველდღიურობას.