ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იესო ქრისტეს სიკვდილის მიზეზად ასფიქსია სახელდება, დღეს ჩვენ რეანიმაციებში ადამიანები იგუდებიან”- ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე ხელისუფლებისა და საპატრიარქოს შეთანხმებას ეხმიანება.

სახალხო დამცველის მოსაზრებით, “ფარისევლებმა ისევ გაიმეტეს დაუცველი ადამიანები ჯვარცმისთვის, ხოლო ხელისუფალმა ხელები დაიბანა.”

ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

“სამედიცინო ენაზე, იესო ქრისტეს სიკვდილის უშუალო მიზეზად ასფიქსია სახელდება. დღეს ჩვენ რეანიმაციებში ადამიანები იგუდებიან… არაფერი შეცვლილა, ფარისევლებმა ისევ გაიმეტეს დაუცველი ადამიანები ჯვარცმისთვის, ხოლო ხელისუფალმა ხელები დაიბანა“, – აღნიშნავს ნინო ლომჯარია „ფეისბუქპოსტში“.

შეგახსენებთ, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით ხელისუფლება და საპატრიარქო საბოლოდ შეთანხმდნენ. შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგია ჩატარდება და  მას მრევლიც დაესწრება.

საპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის ცნობით, დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეზოში განაწილდება. მისი თქმით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით კი, ეკლესიებთან მობილიზებული იქნება პოლიცია.

იტვირთბა....