“გიჟმა ნენსი პელოსმა(წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე) წაშალა ვიდეო „ტვიტერის“ გვერდიდან, სადაც მოქალაქეებს ჩინურ დასახლებაში მისვლისკენ მოუწოდებს. მას უნდოდა, რომ ყველა შეკრებილიყო “ჩაინათაუნში“ მას შემდეგ, რაც მე ჩინეთთან საზღვარი ჩავკეტე. მის განცხადებაზე დაყრდნობით, ის პასუხისმგებელია მრავალი ადამიანის გარდაცვალებაზე. ის არაკომპეტენტური, მესამეხარისხოვანი პოლიტიკოსია.”
დონალდ ტრამპი – აშშ-ის პრეზიდენტი
ამის შესახებ ტრამპმა სოციალური ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
დონალდ ტრამპის მტკიცებით, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდიდან წაშალა თებერვალში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ის მოსახლეობას სან-ფრანცისკოს ჩინურ დასახლებაში მისვლისა და დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.
ცნობისთვის, ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება.
აშშ-ში ინფიცირების რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ქვეყანაში ინფიცირების რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით, ვირუსით 678 210 ადამიანი დაინფიცირდა, 34 641 პირი გარდაიცვალა, ხოლო 57 844 – გამოჯანმრთელდა.