“ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დარჩით სახლში, ჯანდაცვის მუშაკებს საშუალება მოგვეცით, რომ ჩვენი საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, ამ ძალიან არასასიამოვნო მდგომარეობიდან გამოვიდეთ. ჩვენი მონაცემები იყო სულ ორი, ერთი, სამი – მაქსიმუმ ხუთი. გუშინ იყო ცხრა, დღეს არის ათი. რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის 21 პაციენტი. ძალიან გთხოვთ ყველას, მთელ მოსახლეობას, დარჩით სახლში და მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ყველა წესი, რომ საქართველო იტალია მართლა არ გახდეს.”
დევი ტაბიძე – რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი
15 აპრილს კი სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით ხელისუფლება და საპატრიარქო საბოლოდ შეთანხმდნენ. შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგია ჩატარდება და მას მრევლიც დაესწრება.
ამის შემდეგ მოქალაქეებს თხოვნით მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, სადაც აღნიშნა, რომ თუ აღდგომის დღეს სახლში არ დარჩებიან, ამას დიდი მსხვერპლი მოჰყვება. როგორც იმნაძემ განაცხადა, რომ მთელი საქართველო რისკის ჯგუფია, ვართ საშიშროების წინაშე, რომ საქართველოში განმეორდება იტალია.