“მრევლი, რომელიც მოვა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას. ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს მივა თუ არ მივა. აბსოლუტურად თავისი გადასაწყვეტია. არჩევანის საშუალება აქვთ ადამიანებს, რობოტები არ არიან. რობოტებად არ უნდა ვაქციოთ ამ კორონავირუსის გამო. თქვენ რომ გიკეთიათ პირბადეები, ხომ უჯერებთ?! ვიღაცა, ალბათ, იმასაც დაიჯერებს, რომ არ მოვიდნენ. ვინც მოვა, მოვა. მე შემიძლია ჩემს თავზე ვიყო პასუხისმგებელი. ასევე, ნებისმიერი ქრისტიანი თავის თავზეა პასუხისმგებელი. ვისაც მისვლა უნდა მივა, ვისაც მისვლა არ უნდა არ მივა.”
მეუფე იაკობი – ბოდბელი მიტროპოლიტი
მეუფე იაკობმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა
შეგახსენებთ, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით ხელისუფლება და საპატრიარქო საბოლოდ შეთანხმდნენ. შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგია ჩატარდება და მას მრევლიც დაესწრება.
საპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის ცნობით, დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეზოში განაწილდება. მისი თქმით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა.
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკლესიებთან მობილიზებული იქნება პოლიცია.